intel-ის სასწავლო პროექტი

პირველი  დღე
  • გავეცანით ერთმანეთს
  • გავეცანით ელექტრონულ სახელმძრვანელო http://tpdc.ge/essentials.
  • წინასწარ მოვამზადეთ სხვადასხვა დასახელების საქაღალდეებისგან შემდგარი პროექტის პორტფოლიო.
  • გავეცანით სხვა სასწავლებლების მიერ განხორციელებულ პროექტებს.მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფებში.განვიხილეთ და წარმოვადგინეთ კონკრეტული პროექტის სიტყვიერი პრეზენტაცია.
პროექტის შესახებ საჭირო მასალები ტრენერის მიერ თანმიმდევრულად იქნა მოწოდებული,რათა შევძლოთ ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება და ზუსტად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.


მეორე დღ
  • მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტები და განვიხილეთ რჩევების სახით.
  • შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ დაფორმატება (დიზაინი,პოსტი)
  • ვიმუშავეთ ბროშურის დაფორმატებაზე.
მესამე დღე
  • საინფორმაციო ბროშურების განხილვა
  • პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
  • სხვადასხვა თემაზე კითხვების მოფიქრება და განხილვა ტრენერთან ერთად.
მეოთხე დღე
           პროექტისთვის შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი),რედაქტირებული კითხვები გადავიტანეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში.სახელმძღვანელოს მიხედვით განვიხილეთ პროექტის შეფასების სისტემა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი
სად მდებარეობს თბილისის ბოტანიკური ბაღი?
რა არის ბიომრავალფეროვნება?
ფრინველები ზამთარს სად ატარებენ?
თემატური
რომელი ფრინველები ბინადრობენ ადამიანის სიახლოვეს?
რით იკვებებიან ბაღის ფრინველები?
რომელი ფრინველი მოგეწონათ გარეგნული მახასიათებლების მიხედვით?
შინაარსობრივი
როდის ბრუნდებიან ფრინველები თბილი ქვეყნებიდან?
რა განაპირობებს მათ დაბრუნებას?
რომელი მწერლის მოთხრობას იცნობთ ბაღის ფრინველებზე?
მეხუთე  დღ
         ვიმუშავეთ პროგრამა PowerPoint-ში ,სლაიდებზე დავაფორმატეთ პროექტის მიზანი,აქტივობები და მოკლე შინაარსი .ასევე,ვისწავლეთ ,თუ როგორ შეიძლება განთავსდეს ბლოგზე ვიდეო მასალა.

მეექვსე  დღ
          განვიხილეთ მონაწილე პედაგოგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.გავეცანით სასკოლო გაზეთის შაბლონი  და  დავაფორმატეთ.

მეშვიდე   დღ
           ჩვენ მიერ მომზადებული გაზეთების შესახებ პრეზენტაციები მოვისმინეთ, შემდეგ კი არსებული მასალები ავტვირთეთ პორტფოლიოში Google drive-ზე. დღის მეორე ნახევარი შეფასების ფორმების შესწავლას დაეთმო. 



მერვე     დღ
  • შევქმენით შეფასების რუბრიკები
  • მასალები ავტვირთეთ პორტფოლიოში.
მეცხრე      დღ
შექმნილი მასალები ავტვირთეთ პორტფოლიოში და დავასრულეთ  Google  Drive-ზე მუშაობა.თვითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა პროექტი დასრულებული სახით.
ვფიქრობ ,ეს ტრენინგი ნაყოფიერი იყო ,რადგან მასალების სწორად შერჩევა და  მისი მიზნობრივად გამოყენება საჭიროა პროექტისთვის.

პროექტში მონაწილე პედაგოგების ბლოგები








No comments:

Post a Comment